EU: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი.
“ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში აშენდა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით. “ეხო კავკაზა” წერს, რომ 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
რუსულ მხარეს ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტთან მიმდებარე ზღვის ფართობი – 49-წლიანი იჯარით. ყოველ ნაკვეთზე რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. აშენებული შენობების საკუთრება რუსეთის მხარეს იქნება. რუსეთს შეეძლება ობიექტის გამოყენება ღონისძიებების ჩასატარებლად, ასევე რეკრეაციული მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.

ასევე დაგაინტერესებთ