ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, ყველა სირთულე ჩემით დავძლიე... იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან ამ დანაკლისს ავინაზღაურებდი" - რას ჰყვება მარიკო მამულაშვილი დედასთან, ლელა წურწუმიასთან ურთიერთობაზე, ბავშვობასა და ახლანდელ ცხოვრებაზე - Marao

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, ყველა სირთულე ჩემით დავძლიე... იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან ამ დანაკლისს ავინაზღაურებდი" - რას ჰყვება მარიკო მამულაშვილი დედასთან, ლელა წურწუმიასთან ურთიერთობაზე, ბავშვობასა და ახლანდელ ცხოვრებაზე - Marao
ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს 21 წლის შვი­ლის, მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი გა­აც­ნო. ნა­მუ­შევ­რებ­მა მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.
ჩვენ მა­რი­კოს ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ინ­ტერ­ვიუ არას­დროს მი­უ­ცია - ასე რომ, ეს მისი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აქვს, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ო­რე­კურ­სე­ლია, დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე სწავ­ლობს.
- თა­ვი­დან მინ­დო­და, ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რად­გან ეგ სფე­რო მე-9 კლა­სი­დან მი­ზი­დავს. როცა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მი­ჭი­რავს, თით­ქოს რე­ა­ლო­ბას ვწყდე­ბი. ჩემ­თვის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.
- და მანდ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რე?
- დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე მოვ­ხვდი, მაგ­რამ ეს სფე­როც ძა­ლი­ან მომ­წონს... ბა­ბუ­ა­ჩე­მი - დე­დის მამა ფი­ზი­კო­სი იყო, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მხატ­ვა­რიც. მაქვს მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ნა­ნა­ხი და მინ­და, რომ მეც ამ ხე­ლოვ­ნე­ბას გავ­ყვე... დედა ბა­ბუ­ა­ზე სულ მიყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­თვი­საც გა­ვაგ­რძე­ლე დაზ­გუ­რი ფერ­წე­რის შეს­წავ­ლა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ხატ­ვა. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ბე­ბი­ა­ჩე­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია, შე­ვი­დო­დი ხოლ­მე და ნიკო ფი­როს­მა­ნის ალ­ბომს ვი­ღებ­დი, ვუ­ყუ­რებ­დი და ვხა­ტავ­დი. ვხდე­ბო­დი, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ახლა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩემს ნა­ხა­ტებს. ეგ ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად დავ­ხა­ტე, რად­გან მე­ო­რე დღეს გა­მოც­და მქონ­და. პორ­ტრე­ტი კი გა­დავ­ხა­ტე, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, როცა ნა­ხა­ტი ნა­ხატს ჰგავს, მინ­და, ჩემი ფან­ტა­ზი­ე­ბიც ავუ­რიო. ჩემი ნა­ხა­ტე­ბი ად­რე­ულ წლებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არას­დროს მი­მი­ღია, რად­გან რო­გორც ვთქვი, ერთი პე­რი­ო­დი ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე ძა­ლი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა კი მხატ­ვრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ჩემი ფიქ­რე­ბი და ხედ­ვა.
- ხატ­ვი­სას რა ფე­რებს ირ­ჩევ?
- ასე ვერ ვი­ტყვი, ხატ­ვის პრო­ცეს­ში აზრი ბევ­რჯერ მეც­ვლე­ბა. ეს ლექ­ტორს მოს­წონს... არ ვე­რი­დე­ბი ნა­ხა­ტის "გა­ფუ­ჭე­ბას“, როცა რა­ღა­ცას გა­და­ვი­ხა­ტავ და მერე ჩემი გე­მოვ­ნე­ბით სხვა­ნა­ი­რად და­ვა­მუ­შა­ვებ. იმ პორ­ტრე­ტის ორი­გი­ნა­ლი, რაც მა­მა­ჩემ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დადო, უფრო მუქი და სევ­დი­ა­ნი იყო, მაგ­რამ მე ღია ფე­რე­ბი შე­ვურ­ჩიე.
- მოგ­წონს სტუ­დენ­ტო­ბა?
- სტუ­დენ­ტო­ბამ­დე ბევ­რჯერ შე­მეც­ვა­ლა აზრი, - ექი­მო­ბა, ად­ვო­კა­ტო­ბაც მინ­დო­და - ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი. ბევრ პრო­ფე­სი­ა­ზე ვფიქ­რობ­დი. სკო­ლა­ში ენე­ბი, გე­ოგ­რა­ფია მიყ­ვარ­და და ჩა­ბა­რე­ბა "ტუ­რიზ­მზეც" მინ­დო­და... სა­ერ­თოდ, სწავ­ლის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის­თვის და სტუ­დენ­ტის­თვის მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ამას ის ამ­სუ­ბუ­ქებს, რომ ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. დაზ­გუ­რი ფერ­წე­რაც ისე­თია, რომ მო­მა­ვალ­ში სხვა­დას­ხვა დარ­გში გა­მო­გად­გე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­მი­ზი­და, მი­ვი­ღე და აკა­დე­მი­ა­შიც რო­გორც ოჯახ­ში, ისე მი­მი­ღეს. ლექ­ტო­რე­ბი ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ახ­ლოს გვეც­ნო­ბი­ან. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ასე ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა არ შე­მეძ­ლო, მი­ჭირ­და - სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ დავძლიე. სტუ­დენ­ტო­ბაც რთუ­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა გა­მოც­დის გავ­ლა უწევს, რომ კი­დევ სხვა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად იყოს. ვცდი­ლობ, სიძ­ნე­ლე­ე­ბი დავძლიო. ჩემს საქ­მე­ში, კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ფიცი ვერ დავ­დო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლო. მინ­და, ამის­თვის ვიბ­რძო­ლო. მომ­წონს ეს სფე­რო და დიდი მად­ლო­ბა ჩემს ლექ­ტორს, გია ხუ­ციშ­ვილს. რა გზაც გა­ვი­ა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ უნდა გა­მევ­ლო.
- პრო­ფე­სი­ას რომ ირ­ჩევ­დი, მშობ­ლე­ბი ამა­ში თუ ჩა­ე­რივ­ნენ?
- დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი დიდ პა­ტივს სცე­მენ ჩემს არ­ჩე­ვანს, არას­დროს არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. დედა ამ­ბობს, თუ გინ­და ფერ­წე­რა­ში ყოფ­ნა და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს, ამის­თვის იშ­რო­მეო. სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­გან თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღე ის, რაც მჭირ­დე­ბო­და - პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა მშობ­ლის სურ­ვი­ლია, რომ შვილს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი მის­ცეს.
- "მე მყავს ერთი შვი­ლი, მა­რი­კო, რო­მე­ლიც 22 წლის ხდე­ბა თე­ბერ­ვალ­ში. მას ძა­ლი­ან ბევ­რი რამ და­ვა­კე­ლი, და­ვა­კე­ლი ფი­ზი­კუ­რად ჩემი მას­თან ყოფ­ნა. ის იზ­რდე­ბო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, ჯან­საღ გა­რე­მო­ში, ბე­ბი­ას­თან. რა თქმა უნდა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რო­გორც შე­მეძ­ლო, მე ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ მე დღეს სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბა არ მქონ­დეს. ის არას­დროს ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი შვი­ლია და ამის მი­ზე­ზი ვიცი... სა­დღაც 15-16 წლის იყო, მისი ნა­ხა­ტე­ბი ვი­პო­ვეთ, რო­მე­ლიც 4-5 წლი­სას ჰქონ­და და­ხა­ტუ­ლი... იქ მა­რი­კომ და­ხა­ტა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ტი­რის. რომ ვკი­თხე, რა­ტომ ტი­რო­და, დედა ენატ­რე­ბაო... მა­შინ მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და დრო, როცა მას­თან ამ ჩემი არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კის ახ­სნა მო­მი­წევ­და", - ეს დე­დის, პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის ლელა წურ­წუ­მი­ას სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვის გა­და­ცე­მა­ში წარ­მოთ­ქვა. რომ მო­ის­მი­ნე, რა თქვი?
- იყო რა­ღაც ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა როცა ბავ­შვი ხარ, რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და უბ­რა­ლოდ, გინ­და, დე­დას­თან ყოფ­ნის საკ­მა­რი­სი დრო გქონ­დეს. იმე­დი სულ მქონ­და, რომ დე­და­ჩემ­თან უფრო და უფრო ავი­ნა­ზღა­უ­რებ­დი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლისს. რე­ა­ლუ­რად, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი დე­დის­გან არ მკლე­ბია. მის კა­რი­ე­რას ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი და დღემ­დე პა­ტივს ვცემ. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.