მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მაგრამ მაინც იმედი გამოვთქვათ, რომ ყველა მიღებს მონაწილეობას და პროცესი მაინც გაგრძელდება და განვითარდება – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.
“მაინც მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მუშაობაში ჩართვა იმას გულისხმობს, რომ არგუმენტი და შენი ხედვა უნდა წარმოადგინო და გაამჟღავნო ის, საერთოდ გინდა თუ არა, რომ საქართველო ამ ევროპულ გზაზე იდგეს და პოზიციებს იძლიერებდეს ამ ფორმატში. ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ძალიან რთული იქნება, ვისაც ეს სპეკულაციები აქვს არჩეული მთავარ სტრატეგიულ გეგმად, თუმცა, მაინც, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მაინც იმედი გამოვთქვათ, რომ ყველა მიღებს მონაწილეობას და რაც არ უნდა მწვავე კამათი იყოს, მაინც გაგრძელდება და განვითარდება პროცესი,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს