,, უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გახდებიან ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების ნაწილი”-მირჩა ჯოანა

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას.
მან აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი.
„გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში , მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი.
რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება,“ – განაცხადა მირჩა ჯოანამ რუმინეთის ტელევიზიის ცნობით.

ასევე დაგაინტერესებთ