არქივი14 დეკემბერი, 2023, 18:52
გილოცავ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა! - ლატვიის პრეზიდენტი
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილია. ისინი იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ერად ცხოვრებას, მშვიდობიანად! ვამაყობ ევროკავშირის ამ ღამის გადაწყვეტილებით. გილოცავ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა," - წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.