არქივი20 ივნისი, 2024, 16:25
უახლოეს საათებში თბილისში ამინდი გაუარესდება – სააგენტოს კიდევ ერთი გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 20 ივნისს, უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. (საფრთხის დონე საშუალო).
ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.