არქივი24 ივნისი, 2024, 13:22
როგორი ამინდი იქნება 25-26 ივნისს – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით; ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.