უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.
„31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.