ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უარი დემონტაჟის შეჩერებაზე - კალაძე უკან არ იხევს

უარი დემონტაჟის შეჩერებაზე - კალაძე უკან არ იხევს

ევროპის მოედანზე მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს, იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული „რიყის დოქების“ დემონტაჟი გრძელდება. შენობას იერსახე უკვე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. თბილისის მერიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მათ შორის არქიტექტორმა ანა ბიბილაშვილმაც, მერიას ამ განცხადების წასაკითხად 3 კვირა დასჭირდა, თუმცა მაინც არ დააკმაყოფილა.

რა აშენდება რიყის დოქების დემონტაჟის შემდეგ ?-ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე ბუნდოვანია, პროექტი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს წინასწარი პროექტიც და მერიასთან შეთანხმებაც, თუ რა მასშტაბისს და როგორი შენობა უნდა აშენდეს რიყეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორი ფულს არ გადაიხდიდა. კომპანიის პროფილის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რიყის პარკს სასტუმრო ან აპარტამენტები დაიკავებს.

„რიყის დოქები“, იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა, რომლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. "ქართული ოცნების" ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ რიყის დოქები პოლიტიკურ შურისძიებას და  ბიზნეს ინტერესებს ეწირება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.