ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უარვყოფთ კოლონიალიზმსაც და უარვყოფთ დამარცხებასაც – მაკრონი

უარვყოფთ კოლონიალიზმსაც და უარვყოფთ დამარცხებასაც – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ნელ–ნელა გარკვეულ მოკავშირეებს ზურგს აქცევს და საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს.
მან ახსენა სიტყვა კოლონიზაციაც: „ჩვენ უარვყოფთ ახალ კოლონიალიზმს და ახალ იმპერიალიზმს, მაგრამ ასევე უარვყოფთ ვასალიზმსა და დამარცხებას“, – თქვა მან.
„მულტილატერალური ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ზესახელმწიფოების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთაც მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება აქვთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
„ის, რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისე ჩინეთზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.