ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს - რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია: მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება

ემანუელ მაკრონი - აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს - რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია: მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება

აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ „საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს“.
„მულტილატერალური ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ზესახელმწიფოების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთაც მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება აქვთ“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ზესახელმწიფოების „ახალ კოლონიალიზმს“ უარყოფს.
„ის, რასაც საფრანგეთისა და ევროპისთვის მივაღწიეთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისე ჩინეთზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.