ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ტყუილია, თითქოს 3 დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს…” – ზურაბიშვილი

“ტყუილია, თითქოს 3 დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს…” – ზურაბიშვილი

რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები – მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის – ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.