სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში – მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა

ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
ზურაბიშვილი გურიაში არსებულ სტიქიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი და ძალოვნები, რომლებიც პროტესტის მქონე პირებს არბევენ, ხოლო როცა ადამიანებს შველა სჭირდებათ, იქ ვერაფერს აკეთებენ.
“რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები – მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის – ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია