ტყუილად წვალობენ, ეტყობა თვალში ეპატარავებათ – ნინო ფოჩხუა ოპოზიციაზე

ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
მისი თქმით, ოპოზიციონერები ტყუილად წვალობენ, რადგან, მათ თავის დროზე “რევოლუციების გურუმ”, აკერმანმაც კი ვერ უშველა. ფოჩხუა აღნიშნავს იმასაც, რომ სუს-ის უფროსი, ყველაფერს ხედავს.
“ის როგორ არის… “Король умер да здавствует Король!”
აკერმანი მოკვდა, გაუმარჯოს ბლაჟევიჩს!
ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე. დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი, რომელიც აქა-იქ იგუგლება, ისიც საქართველოზე, გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს, რაღაც არამგონია, ტყუილად წვალობენ. ამათ მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ, გაიგეთ ის ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, ასე რომ…” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას