ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტყიბულის "ორბმა" თბილისში გაუ დაამარცხა და სერიაში მოედნის უპირატესობას დაეპატრონა

საპლეიოფო სერია გაიხსნა მეოთხედფინალური სერიების ყველაზე ტოლ-ძალოვან წყვილში, სადაც ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები – შესაბამისად, გაუ და ტყიბულის "ორბი" ხვდებიან. მოედნის უპირატესობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-ს ჰქონდა, რომელიც დღევანდელი მატჩის შემდეგ "ორბს" გადაეცა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულის გუნდმა "თბილისი არენაზე" გაუ-ს 89:81 (სტატისტიკა) სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ეს იყო ძალიან თანაბრად მიმდინარე მატჩი, რომელშიც უმეტესწილად სტუმარი გუნდი ლიდერობდა, თუმცა ბევრით არა. "ორბის" უპირატესობა 9 ქულას არ გასცილებია, უმეტესწილად კი, 2-4 ქულას შეადგენდა. მატჩის შუაწელში
გაუ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ დროებით – ტყიბულის გუნდმა ლიდერობა მალევე დაიბრუნა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
"ორბს" დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი რაიან ჰოლანდი, რომელმაც დღევანდელ მატჩში რვავე ორქულიანი ააცილა, თუმცა 8 მოხსნითა და 6 პასით თავისიანებს გვარიანად დაეხმარა. "ორბს" არ უჭირდა, რადგან უკანა ხაზში კიდევ ერთი გამრჯე ამერიკელი კენი კუპერი იშტაზე იყო და საბოლოოდ მოგროვებული 25 ქულითა და 5 პასით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯონ ნეიგლის, რომელმაც 15 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. გაუ-ს შემადგენლობაში 22 ქულით ენდრიუ ლუისი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა აიზია სმოლს.
სერიის მე-2 შეხვედრა ისევ "თბილისი არენაზე", 22 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.