ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ივერიონმა" გურჯაანში გაიმარჯვა და "დელტას" მოედნის უპირატესობა აართვა

რაც ივერიონმა გურჯაანში გუშინ ვერ მოახერხა, დღეს შეძლო: გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა გორის გუნდმა კახეთში დელტა დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. შიდაქართლელები გამარჯვებასთან ახლოს გუშინაც იყვნენ, როცა სერიის პირველი მატჩის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 67:60 იგებდა, თუმცა უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება ვერ მოახერხა და 77:80 დამარცხდა. დღევანდელ მატჩში გორელებმა 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და მესამე პერიოდში 17 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა ეს ჩამორჩენა ბოლო პერიოდის დაწყებამდე გააბათილეს და გადამწყვეტ ათწუთეულში გამარჯვება მოიპოვეს – 78:76 (სტატისტიკა).
გორელებს აკლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მექულე – მეთ ნორმანი აკლდა,
თუმცა უმისობა ივერიონს არ დასტყობია. დიდებულად ითამაშა რიკარდო ლინჩმა, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შეუდარებელი იყო. მოულოდნელი შტურმი, რომელიც გორელებმა მასპინძლებს მოუწყვეს და 21:5 დაწინაურდნენ, გურჯაანელებმა მალე გადააგორეს. ირაკლი ხოშტარიას წუთშესვენებისა და ტაქტიკის შეცვლის შემდეგ დელტამ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და პირველივე პერიოდში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.
მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და 27:10 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია და იყო შანსი, მატჩს ინტრიგა დაეკარგა, მაგრამ ივერიონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გორელები წაგებას არ შეეპუვნენ და ანგარიში 7 წუთში გაათანაბრეს. 7-წუთიანი მონაკვეთი ივერიონმა 23:6 მოიგო და ანგარიში მესამე პერიოდის ბოლო წამებზე გაათანაბრა – 58:58.
ბოლო პერიოდი მასპინძლებმა უკეთესად დაიწყეს. ჯარვის რეის ლიდერობით დელტამ 8-ქულიან უპირატესობას (68:60) მიაღწია და გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ… გორელთა სერბმა უკანახაზელმა ზედიზედ ჩააგდო ჯერ ორქულიანი, შემდეგ – სამიანი. გეგი ბაქრაძემ სამწამიანი დაიპყრო და ანგარიში უკვე მერანდენედ გათანაბრდა. ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და გამარჯვება ივერიონმა მოიპოვა, რომლის ამერიკელმა ლეგიონერმა, კვენტის ჰარდრიქტმა თანაგუნდელთა დახმარებით გადამწყვეტ მომენტში შედეგიანად ითამაშა.
შეხვედრაში საუკეთესო შედეგი რიკარდო ლინჩმა დააფიქსირა – 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. 16 ქულით, 5 ჩაჭრით და 4 პასით გეგი ბაქრაძემ უდიდესი სამუშაო შეასრულა. დრაშკოვიჩის ანგარიშზე 16 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. დელტაში 23 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი.
სერიის მე-3 და მე-4 შეხვედრები გორში – 24 და 25 აპრილს გაიმართება.
GBF

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.