ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტური 13: ჩემპიონის ფრე "თელავთან"

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, "დინამო ბათუმმა" შინ 1:1 ითამაშა "თელავთან".
დინამო ბთ 1:1 თელავი
მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" "თელავთან" ფრედ ითამაშა და მესამე ადგილზეა. თელაველები კი მერვეზე არიან.
სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, მაკსიმ მაიროვიჩმა ჩაჭრა მამუკა კობახიძის თავურით უკან დაბრუნებული ბურთი და ვარდნაში მოახერხა გატანა. ეს მაიროვიჩის პირველი გოლია საქართველოში.
ბათუმელებმა 64-ე წუთზე გაათანაბრეს: შეცვლაზე შესულმა პაატა ღუდუშაურმა შორეულ კუთხეში ჩაახვია და 1:1.
erovnuliliga.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.