ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში ღონისძიებები გამართა.
დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანია „როუდშოუებში“ მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუების“ ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.
B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.