ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში - ანა გვაზავა

საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში - ანა გვაზავა

საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში - ანა გვაზავა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „ვოიაჟერის“ წარმომადგენელი ანა გვაზავა.
„საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ვეცნობით ახალ პარტნიორებს და გვაქვს ახალი კონტაქტები, მეტი შანსი აქვს ნებისმიერ კომპანიას მეტად წარმატებულად იმუშაოს საქართველოს ბაზარზე. საამიროებიდან კვირაში 21 ავიარეისი სრულდება, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათია, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა წელთან შედარებით აღინიშნება ტურისტული ნაკადის ზრდა. რაც ძალიან კარგად აისახა ტურიზმის მიმართულებაზე. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას“.
ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.