ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან - საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა +46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.
„საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.