ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპმა 10%-იანი ტარიფები ანტარქტიდის მახლობლად დაუსახლებელ კუნძულებსაც დაუწესა - The Guardian

ტრამპმა 10%-იანი ტარიფები ანტარქტიდის მახლობლად დაუსახლებელ კუნძულებსაც დაუწესა - The Guardian

დაუსახლებელი ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში, ანტარქტიდის მახლობლად მდებარეობს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ორმხრივ ტარიფებს დაექვემდებარა. კუნძულებს მოუწევთ საბაზისო განაკვეთის, 10%-ის გადახდა, იუწყება The Guardian-ი.
როგორც გამოცემა წერს, ეს კუნძულები დაუსახლებელია და იქ მხოლოდ პინგვინები და სელაპები ბინადრობენ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კუნძულები სიაში იმიტომ მოხვდა, რომ ის ავსტრალიის ტერიტორიაა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფი გამოაცხადა. საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.