ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა

დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფებს უწესებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს ტარიფები საკმაოდ “შეღავათიანი საპასუხო” ზომებია, მიუხედავად ამისა, ისინი არ ემთხვევა იმას, რასაც ქვეყნები უწესებენ აშშ-ს.
სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით, ამასთან უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ამავე რაოდენობით, თუმცა, არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირანი და რუსეთი.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის 180 ქვეყნის სიაში, ექნება საბაზისო 10%-იანი ტარიფი აშშ-ში შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?