ტრამპმა პუტინს 50–დღიანი ვადა შეუმცირა – “მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ…”

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა მცირდება. ამის შესახებ ტრამპმა, შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა.
“მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო – დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში გამართულ პრესკონფერენციაზე
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს”

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად