ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას შეამცირებს.
ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, მასთან ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად კიევში, და კლავს უამრავ ადამიანს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან, ყველგან გვამები ყრია… ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით, მე ვაპირებ ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.
14 ივლისს ტრამპმა დაიმუქრა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, რუსულ საქონელზე მეორად სანქციებს დააწესებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.