ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ -ს სანქციები გააფართოვა

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კუბის რეჟიმის წინააღმდეგ -ს სანქციების აფართოებს.
გაფართოებული სანქციები მოიცავს “აგენტებს, თანამდებობის პირებს ან კუბის მთავრობის მატერიალურ მხარდამჭერებს”, რომლებიც კუბის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან და მათ, ვინც “სამთავრობო კორუფციაში და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან თანამონაწილეები”.
ამასთან, ახალი სანქციები გლობალურ საბანკო სისტემაზე კუბის წვდომას შეზღუდავს და შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც კუბის რეჟიმთან კავშირების გამო აქამდე სანქცირებულ პირებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.
განკარგულების მიხედვით, სანქციები შესაძლოა ეხებოდეს “ნებისმიერ უცხოელ პიროვნებას”, რომელიც მოქმედებს “კუბის ეკონომიკის ენერგეტიკის, თავდაცვისა და დაკავშირებული მომარაგების, მეტალებისა და სამთო მრეწველობის, ფინანსური სერვისების ან უსაფრთხოების სექტორში ან კუბის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა სექტორში”.
განკარგულების ფარგლებში აშშ-ს მთავრობას შეუძლია სანქციები დაუწესოს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებსაც “განუხორციელებიათ ან ხელი შეუწყვიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის ანდა ტრანზაქციისთვის” მათი სახელით ან მათთვის, ვისაც კუბის მთავრობასთან კავშირები აქვს.
თეთრი სახლის პრესრელიზის მიხედვით, აღმასრულებელი განკარგულება “კუბის მავნებელი გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას” ემსახურება.
“პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების წინაშე კუბის კომუნისტური რეჟიმის მხრიდან მდგარ საფრთხეებს პასუხობს მტკიცე ქმედებით, რათა კუბის რეჟიმსა და მის მხარდამჭერებს პასუხი აგებინოს მტრული აქტორების, ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის მხარდამჭერისთვის, რომელიც ამერიკის უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის”. – წერია პრესრელიზში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ კუბა ირანთან და ჰეზბოლას მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ახლო კავშირები აქვს.
“კუბა ამერიკიდან 100 მილზე ნაკლები დაშორებით მტრულ უცხოურ სადაზვერვო, სამხედრო და ტერორისტული ოპერაციებისთვის შემწყნარებელ გარემოს ქმნის”. – წერია პრესრელიზში
ცნობისთვის, გასულ თვეში ამერიკული გამოცემა USA Today ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კუბაში ჩარევის ბრძანებას გასცემს.
ამასთანავე, იანვარში გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა წლის ბოლომდე სურს და ინფორმირებული პირების ცნობით, აშშ კუბის მთავრობაში ეძებდა პირებს, რომლებიც რეჟიმის ცვლილების ამოცანას გაამარტივებდნენ.
WSJ: აშშ-ს წლის ბოლომდე კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა სურს
თებერვალში ტრამპი ამბობდა, რომ კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, “მაღალ დონეზე” აწარმოებდა. თავის მხრივ, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, მარტში დაადასტურა, რომ აშშ-სა და კუბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას “კონფრონტაციის” თავიდან არიდებაში დაეხმარება.
მას შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა, კუბაზე კონტროლი დაამყაროს. გასულ თვეში მან რეპორტიორებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კუბის აღების პატივი, სავარაუდოდ, მას ერგება.
ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრულად კონტროლი დავამყაროთ
ტრამპი: მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი