ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ახლოსაა დასრულებასთან

ტრამპი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ახლოსაა დასრულებასთან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაჭრასთან ახლოსაა. ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა ვაშინგტონში, ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან შეხვედრაზე.
"ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გადავჭერით... აზერბაიჯანი და სომხეთი. როგორც ჩანს, [კონფლიქტი] ახლოსაა წარმატებულ დასასრულთან" - თქვა მან.
მანამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა მოლაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ გამოვიდა წინადადებით ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ინტერვიუში უთხრა - "სომხეთისთვის განსახილველ საკითხად რჩება სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების გადაცემა რომელიმე საერთაშორისო ლიცენზირებული კომპანიისთვის - იმ პირობით, რომ ეს პროცესი განხორციელდება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ჩარჩოში".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.