ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს 32 კილომეტრიანი ზანგეზურის კორიდორის მართვა 100-წლიანი იჯარის პირობებით შესთავაზა

აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს 32 კილომეტრიანი ზანგეზურის კორიდორის მართვა 100-წლიანი იჯარის პირობებით შესთავაზა

ამასობაში კი დიდი ამბავია კავკასიის რეგიონში – სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების მთავარ მედიატორად და ზანგეზურის კორიდორის გახსნის ინიციატივით თავად აშშ გამოდის და მხარეებს მნიშვნელოვან თანამშრომლობას სთავაზობს, წერს ,,ალფა სიხშირე”
აშშ მზადაა ზანგეზურის კორიდორის მართვა თავის თავზე აიღოს- ამის შესახებ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა.
დიპლომატის თქმით, აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს 32 კილომეტრიანი ზანგეზურის კორიდორის მართვა 100-წლიანი იჯარის პირობებით შესთავაზა- „ამ გზით ორივე მხარეს შეეძლება ამ კორიდორის გამოყენება,“ — აღნიშნა ელჩმა.
ტომ ბარაკმა ასევე განაცხადა, რომ ამ წინადადების ძირითადი მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების წინ წაწევის ხელშეწყობა.
ბარაკის კომენტარები პირველი ოფიციალური დადასტურებაა იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს შესთავაზა კორიდორის მართვა ამერიკული კერძო კომერციული ოპერატორის მეშვეობით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნეიტრალური გარანტის როლს შეასრულებს .
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ როგორც ერევანში, ასევე ბაქოშიც ამ წინადადებას დადებითად აფასებენ, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ეს მოდელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი კომპრომისი, რომელიც ორივე ქვეყნის მთავარ ინტერესებს არ შეზღუდავს და საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს ორივე მათგანისთვის უზრუნველყოფს.(ალფა სიხშირე)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.