პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი რუსეთის აგენტია – გარი კასპაროვი

ტრამპი რუსეთის აგენტია – გარი კასპაროვი

ტრამპი რუსეთის აგენტია – გარი კასპაროვი
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, პოლიტიკური აქტივისტი, გარი კასპაროვი, პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტია.
კასპაროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია დაამტკიცოს, რომ პორტუგალიის პრეზიდენტი ცდება, თუმცა, ის ამას არ გააკეთებს, ვინაიდან ტრამპი ნამდვილად რუსეთის აგენტია. “არსებობს უამრავი გზა, რომლითაც ტრამპს შეუძლია მყისიერად დაამტკიცოს, რომ ის [პორტუგალიის პრეზიდენტი] ცდება. თუმცა, ის ამას არ გააკეთებს. იმიტომ, რომ ის რუსეთის აგენტია.” – წერს გარი კასპაროვი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.