არქივი29 აგვისტო 2025, 12:09
დონალდ ტრამპი ამჟამად რუსეთის აგენტის როლს ასრულებს - პორტუგალიის პრეზიდენტი

დონალდ ტრამპი ამჟამად რუსეთის აგენტის როლს ასრულებს, – ამის შესახებ პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ განაცხადა.
„წამყვანი ზესახელმწიფოს ლიდერი, ობიექტურად, საბჭოთა ან რუსეთის აგენტია. ის აგენტის როლს ასრულებს“, – განაცხადა სოუზამ.
პორტუგალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არ არის „მეგობრობაზე, ეკონომიკურ, იდეოლოგიურ ან დოქტრინულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ალიანსი“.
„მე ვამბობ, რომ, ობიექტურად, აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა სტრატეგიულად რუსეთის ფედერაციას უჭერს მხარს“, – განაცხადა სოუზამ.
წყარო: პირველი არხი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.