ტრამპი პუტინს აფრთხილებს: “თუ ომი არ დასრულდება, უკრაინა მიიღებს ამერიკულ რაკეტებს”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება, ვაშინგტონი მზად არის, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები Tomahawk გადასცეს. ეს კომენტარი მან  ისრაელში გამგზავრებისას, პრეზიდენტის თვითმფრინავში გააკეთა.

როგორც ცნობილი გახდა, 11 და 12 ოქტომბერს ტრამპმა ორჯერ ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის. ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ Tomahawk-ების შესაძლო მიწოდება იყო.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საუბარს ვლადიმირ პუტინთანაც, რათა გააფრთხილოს: თუ ომი არ დასრულდება, უკრაინა მიიღებს ამერიკულ რაკეტებს.

ზელენსკის თქმით, თუ Tomahawk-ები გადაეცემათ, ისინი გამოიყენებენ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

ამავდროულად, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი იარაღის მიწოდება „ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის“ და რუსეთის საჰაერო თავდაცვა მზად არის მათი ჩამოსაგდებად.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)