“ტრამპი მყარად საუბრობს… წინასწარ იცოდა დარტყმის შესახებ”– ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში იმყოფებოდა და ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა.
“წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს… მის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიოს არ უარჰყვია, რომ ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა, განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ვაშინგტონის ჩართულობა ან დახმარება არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში