ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს…
მის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ვაშინგტონის ჩართულობა ან დახმარება არ ყოფილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.