არქივი15 ივლისი, 2025, 21:07
ტრამპი ზელენსკის მიერ მოსკოვზე თავდასხმას, სავარაუდოდ, მხარს უჭერს - Financial Times

უკრაინის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის ტონი შეცვლილია, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების მომხრეა.
ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს და დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ივლისის საუბრის დამატებით დეტალებს ასაჯაროებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ჰკითხა, შესძლებს თუ არა უკრაინა მოსკოვზე იერიშს.
„ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, მოსკოვს დაარტყათ? სანკტ-პეტერბურგს?“, – იკითხა დონალდ ტრამპმა, რაზეც უკრაინის ლიდერმა დადებითად უპასუხა.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“, – უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.