თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „უბრალოდ კითხვა დაუსვა“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების თაობაზე, მას “მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია და მუშაობს ომის დასასრულებლად

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის “მოსკოვზე დატყმის” შესაძლებლობის შესახებ კითხვა დასუვა, თუმცა მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Newsweek-თან კომენტარში განაცხადა.
კერძოდ, მანამდე გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების განხორციელება.
Financial Times-ის წყაროს ცნობით, ტრამპს სურდა, რომ “მათ [რუსეთს] ტკივილი ეგრძნოთ” და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ებიძგა. Washington Post-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დარტყმის განხორციელება შეუძლია “თუ საჭირო იარაღს მოგვცემთ”.
ამ ცნობების კომენტირებისას თეთრი სახლის პრესმდივანმა Financial Times-ს “ნახვების მოსაპოვებლად სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა” დააბრალა.
“პრეზიდენტი ტრამპი უბრალოდ კითხვას სვამდა, მეტ მკვლელობას არ ახალისებდა. დაუღალავად მუშაობს მკვლელობების შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად”, – განაცხადა ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს