ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი: ვთხოვე პუტინს, 1 კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა

ტრამპი: ვთხოვე პუტინს, 1 კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, რაზედაც თანხმობა მიიღო.

მისი თქმით, ყველას ეგონა, რომ ზარი უსარგებლო იქნებოდა, თუმცა შეცდნენ და პუტინმა ეს გააკეთა, რაც ძალიან სასიხარულოა.

“პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. უნდა გითხრათ, ეს ძალიან კარგი იყო. ხალხი ამბობდა, რომ საჭირო არ იყო უსარგებლო ზარის გაკეთება, ვინაიდან არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გააკეთეს”, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.