პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს

დონალდ ტრამპი - ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს

ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„აღნიშნული ტემპი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდება. მსურს, ვენესუელის ხელმძღვანელობას ამ ძლიერ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის მადლობა გადავუხადო“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ვენესუელაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ცნობით, ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ციხეებიდან, სულ მცირე, 156 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.