ტრამპი ევროპულ ღვინოზე 200%-იანი საპასუხო ტარიფებით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე, შამპანურსა და სხვა ალკოჰოლიან სასმელებზე 200%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ევროკავშირი ამერიკული ვისკის იმპორტზე საბაჟო გადასახადს შემოიღებს.
ევროპული ტარიფი სავარაუდოდ, 1 აპრილს უნდა ამოქმედდეს. ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირს უწოდა “გადასახადების და ტარიფების ერთ-ერთი ყველაზე მტრული და არაკეთილსინდისიერი ორგანო მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით შეიქმნა, რომ აშშ-სგან იხეიროს.
„თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ გაუქმდება, აშშ მოკლე ხანში დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომელთა მოწოდება ხდება საფრანგეთიდან და ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა 13 მარტს ტრამპმა, რომელიც თვლის, რომ “ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან