ევროკავშირს ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან