ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირი ტარიფებს დაუწესებს – დონალდ ტრამპი

აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირი ტარიფებს დაუწესებს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აშშ-ს ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, ევროკავშირი 20 თუ 200%-იან გადასახადს დააწესებს, ისინი პასუხად იმავეს მიიღებენ.
„ჩვენ ბოროტად გვიყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და ამას აღარ დავუშვებთ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ იღებს ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
„ჩვენ გვაქვს პრობლემა ევროკავშირთან. ჩვენ ვიღებთ მილიონობით ავტომობილს, BMW-ს, „მერსედესს“, „ფოლკსვაგენს“ და ყველაფერს. ჩვენ ვიღებთ მილიონობით ავტომობილს. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ფერმერები. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ასე რომ, იცოდეთ, რაღაცები შეიცვლება“, – განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.