ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინია პასუხისმგებელი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი დონალდ ტრამპი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს.
მედია Fox-ში მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე ტრამპმა ასე უპასუხა:
"არ ვიცი, ალბათ, უფრო სწორედ შესაძლოა, შეიძლება ითქვას, არ ვიცი. ის ახალგაზრდა კაცი იყო, სტატისტიკის მიხედვით დიდხანს უნდა ეცოცხლა, შესაბამისად (რაც მოხდა) უჩვეულოა".
იმავე ინტერვიუში რესპუბლიკელების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ "პუტინის მიერ უკრაინის გადაყლაპვასა და კიევში იარაღის გაგზავნას შორის" არ მოუწევს არჩევანის გაკეთება.
"იმედია საქმე აქამდე არ მივა" – თქვა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ მოხდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.