ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოსეპ ბორელმა განაცხადა. შეზღუდვები 30-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, კონკრეტულად ვინ მოხვდება სიაში, ჯერჯერობით უცნობია.
თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კოლონიის - "პოლარული მგლის" ხელმძღვანელებს.
ამ კოლონიაში გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი დაუდგენელი მიზეზით.
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დააწესა ნავალნის სიკვდილის გამო.
· რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გამოაცხადა.
· ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერი, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, შუადღისას გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები თვლიან, რომ ის მოკლეს. ნავალნის ქვრივმა იულია პირობა დადო, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.