ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი არ ადასტურებს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ პუტინს ესაუბრა, მაგრამ თვლის, რომ ეს ჭკვიანური იქნებოდა

ტრამპი არ ადასტურებს, რომ პოსტის დატოვების შემდეგ პუტინს ესაუბრა, მაგრამ თვლის, რომ ეს ჭკვიანური იქნებოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარზეა დაადასტუროს, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მას მერე, რაც დატოვა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ თქვა, რომ ეს რომ გაეკეთებინა, ჭკვიანური საქციელი იქნებოდა.
„ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ“- თქვა ტრამპმა ჩიკაგოს ეკონომიკის კლუბში კითხვა-პასუხის სესიაზე. „მაგრამ გეტყვით, რომ, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური საქციელი იქნებოდა. თუ ადამიანებთან ვმეგობრობ, თუ შემიძლია მათთან ურთიერთობა, ეს ქვეყნისთვის კარგია და არა - ცუდი “.
Washington Post-ის ჟურნალისტის ბობ ვუდუორდის წიგნში წაიკითხავთ, რომ 2021 წლის იანვარში, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპმა შვიდჯერ ილაპარაკა პუტინთან ტელეფონით.
თავის ნაშრომში, „ომი“ ვულუორდი იტყობინება, რომ ტრამპმა პუტინს COVID-19-ის ტესტები მალულად გაუგზავნა გაგანია პანდემიის დროს.
ტრამპის პრესმდივანმა ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.