ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პანდემიის დასაწყისში დონალდ ტრამპმა რუსეთს კოვიდ ტესტები გაუგზავნა

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პანდემიის დასაწყისში დონალდ ტრამპმა რუსეთს კოვიდ ტესტები გაუგზავნა.
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამერიკელი ჟურნალისტის, ბობ ვუდვარდის ახალი წიგნის „ომის“ მიხედვით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით შვიდჯერ ესაუბრა და პანდემიის დასაწყისში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მოსკოვს კოვიდ ტესტები გაუგზავნა.
„პანდემიის დასაწყისში აპარატურა ჩვენც გავგზავნეთ, მაგრამ რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შტაბის განცხადებით, ბობ ვუდვარდის „გამოგონილი ამბები სიმართლეს არ შეესაბამება“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.