არქივი21 მარტი, 2025, 12:52
ტრამპის ცნობით, უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას მალე ხელი მოეწერება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება.
“ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ. მათ აქვთ უზარმაზარი ღირებულება იშვიათი მინერალების თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაფასებთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეთანხმების დოკუმენტი მზად იყო, თუმცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის საჯარო კამათის შემდეგ ხელმოწერა ჩაიშალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.