დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების ხელშეკრულებას “ძალიან მალე” მოაწერს ხელს

“ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, არის ძალიან მალე შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”, -აღნიშნა ტრამპმა.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მან გაიხსენა ბოლო სატელეფონო ზარები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„გუშინ ვესაუბრეთ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის და გვსურს, რომ ეს [ომი]დასრულდეს და ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ“, – განაცხადა მან და დასძინა: “მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება.”
მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ოვალური კაბინეტის დაძაბული შეხვედრის შემდეგ მისი ხელმოწერა არ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება