ტრამპის ყოფილ მრჩეველს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

სავაჭრო საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, პიტერ ნავაროს, სასამართლომ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი “კონგრესის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა”.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი ორი მუხლით გაასამართლეს – ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და პალატის სპეციალური კომიტეტისთვის იმ დოკუმენტების გადაცემაზე უარი, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისთვის იყო საჭირო. ფედერალური პროკურორები მისთვის 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან, „ისევე როგორც კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეებმა, პირველ ადგილზე დააყენა პოლიტიკა და არა ქვეყანა – ნავარომ კონგრესის გამოძიება დაბლოკა. მან ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთგულება ამჯობინა უზენაეს კანონს“.
პიტერ ნავაროს ასევე დაეკისრა ჯარიმა 9500 დოლარის ოდენობით.
“თქვენ არ ხართ მსხვერპლი, თქვენ არ ხართ პოლიტიკური დევნის ობიექტი”, – უთხრა მოსამართლემ ნავაროს, რომელიც თავს პოლიტიკური დევნის ობიექტს უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც