ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3 500 დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
უწყების ცნობით, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. მიმდინარეობს გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.