ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, ონტარიო შტატებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, ონტარიო შტატებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

კანადის პროვინციის ონტარიოს პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი შეერთებულ შტატებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. მუქარა სისრულეში იმ შემთხვევაში მოვა, თუ დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და კანადურ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს. ინფორმაციას ტელეარხი CBC ავრცელებს.
,,ჩვენ მივიღებთ უკიდურეს ზომებს. ჩვენ ელექტროენერგიას გავუთიშავთ მიჩიგანს, ნიუ-იორკის შტატსა და ვისკონსინს. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ. ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია - დავიცვა ონტარიო, პროვინციის ხალხი და ყველა კანადელი“.- განაცხადა დაგ ფორდმა.
2023 წელს ონტარიომ ელექტროენერგია აშშ-ში 1,5 მილიონ ოჯახს მიაწოდა. კანადის ეს პროვინცია ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორია ნიუ-იორკის, მიჩიგანისა და მინესოტას შტატებში.
ფორდმა აღნიშნა, რომ კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი მალე შეადგენს აშშ-ს საქონლის სიას, რომლებზეც კანადა საპასუხო ტარიფებს დააწესებს. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თანამდებობის დაკავებიდან პირველივე დღიდან აპირებს, შეერთებულ შტატებში კანადიდან და მექსიკიდან შემოსულ ყველა საქონელზე 25%-იანი ტარიფი დააწესოს. ამის შემდეგ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო ტრამპს ფლორიდის რეზიდენციაში შეხვდა. მან ასევე ორი შეხვედრა გამართა კანადის პროვინციების პრემიერებთან, რათა განეხილა სავარაუდო პასუხები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.