“საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის” -Tass

“Интер РАО-ს” გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, აზერბაიჯანიდან ექსპორტი კი უკვე განხორციელდა.
“პასუხი მივიღეთ. აზერბაიჯანმა გვიპასუხა, რომ მას შეუძლია ავარიული დახმარების გაწევა 250-300 მეგავატი ოდენობით. საქართველომ გვიპასუხა, რომ ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერ გვპირდებიან, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მან.
მანამდე პანინამ განაცხადა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ მიმართა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პანინას სიტყვებს კომენტარი გაუკეთეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ “საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან”.
“ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, არსებული პროცედურების თანახმად, ერთჯერადად იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება მეზობელი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. რუსეთის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირდება რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ,”- განაცხადეს სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!