ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის მემკოინი კრიპტოინდუსტრიას აზიანებს - Reuters

ტრამპის მემკოინი კრიპტოინდუსტრიას აზიანებს - Reuters

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანიამ კრიპტოვალუტის ინვესტორების კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც ახალი „მემკოინები“ გამოუშვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს სიახლე ძირს უთხრის მოლოდინს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ციფრულ აქტივებს სერიოზულად მიიღებს.

არჩეულმა პრეზიდენტმა პარასკევს წარმოადგინა ტოკენი TRUMO, ხოლო მისმა მეუღლემ კვირას დაიწყო პროექტი MELANIA.
CoinMarketCap-ის მონაცემებით TRUMP-ის საბაზრო ღირებულებამ პიკს მიაღწია 15 მილიარდ დოლარამდე, მაგრამ შემდეგ დაეცა 8 მილიარდ დოლარზე დაბლა, რადგან მელანიას „ქოინი“ ყურადღების ცენტრში მოექცა.
ანალიტიკოსების აზრით, მემკოინები ეყრდნობა სოციალური მედიის პოპულარობას, რომელიც შეიძლება გაქრეს ისე სწრაფად, როგორც გამოჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.